პარიზის კომერციულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გაკოტრებული მოდის სახლის - Sonia Rykiel ლიკვიდაცია მოხდება. Le Monde-ც ცნობით, როგორც ჩანს, ბრენდმა ინვესტორების მოძიება ვერ მოახერხა. ამიერიდან კომპანიის ყველა აქტივი, მათ შორის უძრავი ქონება და ინტელექტუალური საკუთრებაც გაიყიდება.
ცნობისთვის, მოდის სახლი Sonia Rykiel-ი ფინანსურ კრიზისს 2016 წლიდან განიცდის, მას შემდეგ რაც მისი დამფუძნებელი სონია რიკელი გარდაიცვალა. 2019 წლის მაისში კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა. ბოლო თვეების განმავლობაში ბრენდი ინვესტორების მოძიებას ცდილობდა, რომელთა შორის სახელდებოდნენ Balmain-ის ყოფილი დირექტორი ემანუელ დიემოზი და Etam-ის ჯგუფი.