ძმებმა გიოგი და შოთა მიქაიებმა კარგად იციან, რომ ცხოვრობდე საქართველოში არ ნიშნავს - ცხოვრობდე თავისუფლად. ცხოვრობდე საქართველოში — ნიშნავს იცოდე მუდმივი ბრძოლის ფასი თავისუფლებისთვის. თავისუფლებისთვის ბრძოლაში კი, ყველაზე მეტად, ძმების მშობლიური რეგიონი — აფხაზეთი დაზარალდა. სწორედ ამან გაამძაფრა ძმებში სურვილი შეექმნათ ისეთი ქართული ბრენდი, რომელიც ადამიანებს ერთი მიზნის გარშემო გააერთიანდება. დიახ, “ქროსთი” თავისუფლებით შთაგონებული ადამიანებისთვის შეიქმნა. მათთვის, ვინც მუდმივად მოძრაობს და არ ჩერდება. არ ეშინია სიახლეების და ცვლილებების. თავისუფლების ბრენდი მათთვის, ვინც შეუჩერებლად მიჰყვება საკუთარ გზას. ასე დაიწყო ,,ქროსთის“ ისტორია...
ხარისხზე ორიენტირებული ,,ქროსთი“ ნატურალურ ტყავს და ფეცსაცმლის დამზადებისთვის საჭირო სხვა მასალებს იტალიაში ყიდულობს ისეთი კომპანიებისგან, რომლებთანაც მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ბრენდები თანამშრომლებენ.
თავისუფლების იდეის მატარებელი ქართული ბრენდის მიზანი, რომელიც თავისუფლების გაზიარებას მსოფლიოს სხვადასხვა ეროვნების, კულტურისა და რელიგიის ადამიანებისთვის გულისხმობდა, მალე რეალობად იქცა. ახალმა რეალობამ კი წარმოების გაფართოების და ლოჯისტიკური ხარჯების შემცირების საჭიროება დააყენა დღის წესრიგში. სწორედ ამიტომ, ძმებმა მიქაიებმა გადაწყვიტეს ქროსთის წარმოება საქართველოდან, იტალიაში გადაეტანათ. თუმცა უცვლელი დარჩა წარწერა - Born in Georgia - დაბადებულია საქართველოში.
საერთაშორისო დონის წარმატებას ქართულმა ბრენდმა მალე რომ მიაღწია, ამას მოწმობს უცხოელი მომხმარებლების მზარდი რაოდენობა, იმის მიუხედავად, რომ ქროსთის ფეხსაცმლის ფასი, ხარისხს არ ჩამოუვარდება.
ქროსთი რომ სიახლებსა და მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული, ამას ისიც მოწმობს, რომ ცოტა ხნის წინ, კომპანიამ პირველი ნაბიჯები გადადგა ციფრული ტექნოლოგიების განვითარებით მიმართულებით და ციფრული კოლექცია გამოუშვა, რომელიც მსოფლიოს ყველა წერტილშია ხელმისაწვდომი.
ატარე თავისუფლება უსასრულო გზაზე. იმ გზაზე, რომელიც თავად აირჩიე. გზა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მიდის. ასე შეიქმნა ქროსთი. თავისუფლების ბრენდი უცვლელი წარწერით, BORN IN GEORGIA