BrandZ-ს 100 ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების რეიტინგის სათავეში Amazon-ი მოხვდა. 2018 წლის რეიტინგის ლიდერმა Google-მა კი მეორე ადგილზე გადაინაცვლა. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის რეიტინგის მიხედვით, Amazon-ის ღირებულება 315 მილიარდ დოლარს შეადგენს. მას მოსდევს Apple – 309 მილიარდ 500 მილიონი დოლარით, მესამე ადგილზე კი Google-ა - 309 მილიარდი დოლარით.ძვირადღირებული ბრენდების ჩამონათვალში მოხვდნენ ასევე: Microsoft-ი, Visa, Facebook-ი და Alibaba.