ინგლისურმა ლესტერმა, მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბრენდად როჯერსი დანიშნა. იგი უკანასკნელ პერიოდში გლაზგოს სელტიკში მუშაობდა, იქამდე კი ლივერპულის, სუონსის, რედინგისა და უოტფორდის დამრიგებელი იყო. როჯერსმა "ლესტერში" კლოდ პიუელი შეცვალა, რომელიც "მელიებს" 2017 წლის ოქტომბრიდან ედგა სათავეში.