საკონსულტაციო ფირმა „ერნსტ ენდ იანგის“ ინფორმაციით, ბრექსიტის გამო ბრიტანეთიდან ევროკავშირის მიმართულებით, დაახლოებით, 800 მილიარდი სტერლინგის ანუ 1 ტრილიონამდე დოლარის ღირებულების აქტივების გადინება მოხდება. მათივე ცნობით, 80 კომპანიას უკვე გადაწყვეტილი აქვს აქტივების და შტატის ნაწილობრივ ან სრულად გადაადგილება.
ბრიტანეთიდან გასული აქტივების დიდი ნაწილი ახალ ბინას ფრანკფურტში დაიდებს, სადაც დაახლოებით, 750-800 მილიარდი ევროს აქტივები გადაინაცვლებს. ფრანკფურტის გარდა, აქტივების გადაადგილება დუბლინის, ლუქსემბურგის, პარიზის მიმართულებითაც ხდება. ცნობისთვის, ბრიტანეთი ევროკავშირს მარტში დატოვებს.