დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ფონზე, ფინანსური მომსახურების სფეროს კომპანიებმა, რომლებიც დიდ ბრიტანეთში მუშაობდნენ დაახლოებით 7ათას 500 თანამშრომელი გადაიყვანეს ევროკავშირის ტერიტორიაზე სამუშაოდ და ქვეყნიდან ტრილიონ 600 მილიარდი დოლარის აქტივები გაიტანეს.
ამასთან, კონსალტინგური კომპანიის EY-ის ექსპერტების აზრით, აღნიშნული ტენდენცია დიდი ალბათობით მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაშიც გაგრძელდება. ანგარიშის თანახმად, 24-მა ფინანსურმა კომპანიამ უკვე განაცხადა, რომ გაიტანენ აქტივებს ბრიტანეთიდან იმ უპერსპექტივობის ფონზე, რომელიც ლონდონსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში არსებობს.
ცნობისთვის, ამ მომენტისთვის ამერიკული ბანკების ევროპაში არსებული აქტივების ლომის წილი ბრიტანეთის დედაქალაქზე მოდის.