The Howard Stern Show-ის უახლეს ნომერში 68 წლის ჰოვარდ სტერნმა განაცხადა, რომ მას სურს, მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში 2024 წლის 5 ნოემბერს. ეს გადაწყვეტილება რადიოწამყვანმა მას შემდეგ მიიღო, რაც Rowe v. Wade-ის წინააღმდეგ კანონი ძალაში შევიდა, რომელიც ქალებისთვის აბორტის შეზღუდვას აწესებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო, მისი პარტნიორი, უ.ს. ვიცე პრეზიდენტი, ჰოლივუდის მსახიობი ბრედლი კუპერი იქნება.
შტერნმა აღიარა, რომ სხვა კანდიდატებს არ განიხილავს. მან მაშინვე მისწერა ბრედლის, რომელმაც უპასუხა, რომ მზად იყო, არა მხოლოდ მისი ხმით მხარი დაეჭირა, არამედ მისი პარტნიორიც გამხდარიყო. ჰოვარდი დარწმუნებულია, რომ მსახიობი დაეხმარება მას საკმარისი ხმების მოპოვებაში, რომელთა შორის ბევრი ქალი იქნება, რაც უკვე წარმატების ერთ-ერთი კომპონენტია.
ჟურნალ People-ისთვის მიცემულ კომენტარში სტერნმა არ დააკონკრეტა, რამდენად სერიოზულად უყურებს ის მომავალ საპრეზიდენტო რბოლას, მაგრამ მისი დიდი ხნის მეგობარი და კოლეგა ჯორჯ ტაკეი დარწმუნებულია, რომ ჰოვარდი აბსოლუტურად სერიოზულადაა განწყობილი, განსაკუთრებით, თუ ბრედლი მისი კომპანიონი იქნება. მისი აზრით, შტერნი ძალიან ჭკვიანია და მას აქვს ყველა ის თვისება, რაც უნდა ჰქონდეს ამერიკის პრეზიდენტს.