საქართველო პირველად კამპანიას Red Nose Day შეუერთდა, რომელიც მარტის ბოლოს დაიწყო და აპრილში დასრულდება. კამპანიის მთავარი მიზანია აკა სინჯიკაშვილის ინიციატივის მხარდაჭერა. როგორც აკა სინჯიკაშვილმა განუცხადა, მისი ინიციატივა ორ მთავარ მიზანს, სიცივესთან და შიმშილთან ბრძოლას ეხება. Red Nose Day პირველად 1988 წელს წამოიწყეს. 150-ზე მეტმა ცნობილმა ადამიანმა და კომიკოსმა მიიღო მონაწილეობა შოუში, რომელიც BBC-ის ეთერში გაშუქდა. გადაცემას 30 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავდა, რისი მეშვეობითაც ბავშვების დასახმარებლად 15 მილიონი ფუნტი შეგროვდა. კამპანიაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება როგორც საგანგებო ვებ გვერდის rednose.ge-ს მეშვეობით, ასევე გაყიდვების პუნქტებით მთელი თბილისის მასშტაბით, რომელთა სიაც კამპანიის FB გვერდზე დაიდება.