ზაზა სარალიძემ ინგოროყვას კლინიკა დატოვა. შვილმოკლული მამის თქმით, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები გაგრძელდება. „ბრძოლა გრძელდება ბოლომდე“ - ამბობს სარალიძე. ვრცელდებოდა ინფორმაცა, რომ პარლამენტთან მომხდარი ინციდენტის გამო, 30 ოქტომბერსვე ის რუსთავში უნდა გაესამართლებინათ, თუმცა პროცესი არ გაიმართა. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ სარალიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ცნობილია, რომ მთავარი პროკურატურა სარალიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს მოითხოვს. ამასთან პროკურატურამ ბრალის წარდგენის შემდეგ სასამართლო პროცესამდე მას საპატიმრო ღონისძიება მოუხსნა.