10:49
18 იანვარი, 2021, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ბრძანება მე გავეცი - გიორგი გახარია
11-07-2019


ბრძანება მე გავეცი, მე ვიმოქმედე საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში, ნარინჯისფერი ტყვია არის არალეტალური, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. კითხვაზე მან გასცა თუ არა ყველა ბრძანება, რომელიც 20 ივნისის ღამეს უნდა გაცემულიყო, მინისტრი ამბობს, რომ ბრძანება მან გასცა.

„ბრძანება მე გავეცი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, მანამდე უბრალოდ მე იქ არ ვიყავი. მე ვიმოქმედე საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში. სწორედ ამ კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში გავეცი ის ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები, რომლებიც არის აბსოლუტურად კანონმდებლობით სრულად გაწერილი. პოლიციის და შს სამინისტროს ძირითადი ვალდებულებაა დაიცვას ამ ქვეყნის ინსტიტუტები და მართლწესრიგი“,- განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება ნარინჯისფერ ტყვიებს, რომელიც აქციის დაშლისას იყო გამოყენებული, გახარიას თქმით, მისი გამოყენება პოლიციისთვის დასაშვებია.

„ეს ნარინჯისფერი ტყვია არის არალეტალური და ის მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, კანონით არის გათვალისწინებული სამართალდამცავი სისტემის მიერ გამოსაყენებლად“,- აღნიშნა გახარიამ.

AutoPlay
ბრაზილიაში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო
გამოქვეყნდა 50 წუთის წინ
გვატემალაში სამართალდამცავებმა მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენეს, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი
გამოქვეყნდა 51 წუთის წინ
ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ
გამოქვეყნდა 52 წუთის წინ
ორგანიზებული ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გამოქვეყნდა 52 წუთის წინ
ნიდერლანდებში სამართალდამცავებმა "ლოქდაუნის" წინააღმდეგ გამართული არასანქცირებული საპროტესტო აქციის 100-მდე მონაწილე დააკავეს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ევროსაბჭოს პრეზიდენტი - რუსეთის ხელისუფლებას ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოვუწოდებ
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები