ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ კოვიდ 19-თან დაკავშირებით „წუწუნი და შფოთვა“ შეწყვიტონ.
„საკმარისია შფოთვა და წუწუნი. კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ტირილი? კიდევ რამდენ ხანს დარჩებით სახლში და ყველაფერს დახურავთ? ვეღარავინ გაუძლებს ამას. ვწუხვართ გარდაცვალების შემთხვევების გამო, მაგრამ გამოსავალი გვჭირდება,“ - განაცხადა ბოლსონარუმ.
აღსანიშნავია, რომ ბრაზილიაში ოთხშაბათს კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი, 1 910 ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა.