ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ მედიას კორონავირუსთან დაკავშირებით "ისტერიისა და შიშის" გაღვივებაში ადანაშაულებს.
"რასაც მსოფლიოში ვხედავთ, ისაა, რომ რისკ ჯგუფს 60 წლის ზემოთ პირები განაეკუთვნებიან და ამის გამო სკოლები არ უნდა დაიხუროს", - განაცხადა ბოლსონარუმ სატელევიზიო მიმართვის დროს. მისივე თქმით, ვირუსი მალე გადაივლის და აუცილებელია სამუშაო ადგილების შენარჩუნება.
"ვირუსი მოვიდა, მაგრამ ჩვენ ის დავაშინეთ და მალე ჩაივლის. ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ და სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ", - განაცხადა ბოლსონარუმ. ბოლო მონაცემებით, ბრაზილიაში კორონავირუსის 2 201 შემთხვევაა დადასატურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 46-ია.