19:56
23 იანვარი, 2022, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ბრაზილიის პრეზიდენტი - კორონავირუსი, შესაძლოა, ბიოლოგიური ომის წარმოების მიზნით ლაბორატორიაში იყოს შექმნილი
06-05-2021

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ აცხადებს, რომ კორონავირუსი შესაძლოა, „ბიოლოგიური ომის“ წარმოების მიზნით ლაბორატორიაში იყოს შექმნილი, - ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

"ეს ახალი ვირუსია. არავინ იცის, ლაბორატორიაში გაჩნდა თუ იმიტომ, რომ ადამიანმა რაღაც ცხოველი ჭამა, მაგრამ სამხედროებმა ყველაფერი იციან ქიმიური, ბიოლოგიური და რადიოლოგიური ომის შესახებ. შეიძლება ახალ ომში ბრძოლა მოგვიწიოს? საინტერესოა. რომელი ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა ყველაზე მეტად?" - აღნიშნა ბრაზილიის პრეზიდენტმა.

ბრაზილიის პრეზიდენტს ჩინეთი არ უხსენებია, თუმცა ქვეყანა, სადაც პანდემია დაიწყო, ერთადერთი იყო „დიდი ოცეულის“ ქვეყნებს შორის, რომლის ეკონომიკა გასულ წელს გაიზარდა. ჩინეთი კატეგორიულად უარყოფს ქალაქ უხანის ლაბორატორიიდან ვირუსის გაჩენის თეორიას.

ამასთან, მიმდინარე წლის მარტში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ვერსია, რომ ეპიდემია ლაბორატორიული ინციდენტის შედეგად გაჟონვამ გამოიწვია, „უკიდურესად ნაკლებსავარაუდოა“.

AutoPlay
ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტებმა უკრაინის მხარდამჭერი აქცია გამართეს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
უკრაინის საელჩოსთან მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
დიდი ბრიტანეთი რუსეთს გაფრთხილებას უგზავნის
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
ლისის ტბაზე "ბედნიერების ვექტორი 2022"-ის პირველი, სადებიუტო მსვლელობა-მარათონი გაიმართა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
მოგიწოდებთ, არ გადახვიდეთ გაყინული წყლის ზედაპირზე - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
აგრესია დასრულდება მაშინ, როცა დასავლეთი რუსეთს გაუგზავნის მკაფიო სიგნალს: "უკრაინა ერთ-ერთი ჩვენგანია, არასდროს დაგიბრუნდებათ" - დმიტრო კულება
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები