ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო ხელისუფლების მხარდამჭერ აქციაზე პირბადის გარეშე მივიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "სიენენი" ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ბრაზილიის პრეზიდენტის "ფეისბუქ" გვერდზე გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ბოლსონარო დაცვის წევრებთან ერთად აქციაზე მოვიდა და მონაწილეებს მიესალმა. კადრებში ასევე ჩანს, რომ პრეზიდენტის დაცვის წევრებს პირბადეები უკეთიათ, თავად ბოლსონაროს კი - არა.
აღსანიშნავია, რომ მედიასთან საუბრისას ბოლსონარო კორონავირუსს ერთ ჩვეულებრივ ვირუსს უწოდებდა და მის გამო ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების შეჩერების წინააღმდეგი იყო.