ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ გუბერნატორებსა და მერებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვების დაწესების გამო „ტირანებს“ უწოდებს.
"თუ ვინმე თვლის, რომ უარს ვიტყვით თავისუფლებაზე, ცდებიან. ზოგიერთი ტირანი ცდილობს, შეზღუდოს თქვენი თავისუფლება, მაგრამ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები თქვენს თავისუფლებას და დემოკრატიას დაიცავს,“- განაცხადა ჟაირ ბოლსონარუმ მხარდამჭერებთან, საკუთარ დაბადების დღესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე.
მისი მტკიცებით, „ლოქდაუნის“ დაწესებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანი ვირუსზე უარესია.