ბრაზილიის ხელისუფლებასთან უთახნმოების გამო ნორვეგიამ ამაზონის ტროპიკული ტყეების გადასარჩენად დაფინანსების გამოყოფა დროებით შეაჩერა. ამის შესახებ სტატიას „გარდიანსი“ ავრცელებს. ნორვეგიის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მიუხედავად არაერთი მოწოდებისა ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ ამაზონის ჯუნგლებში ხეების მოჭრის ტემპი შეჩერების ნაცვლად პირიქით კიდევ უფრო გაზარდა. აღსანიშნავია, რომ ნორვეგიის პოზიციას გერმანიის ხელისუფლებაც იზიარებს. ისინი იმედს გამოთქვამდნენ, რომ ფინანსური დახმარების სანაცვლოდ ბრაზილიის პრეზიდენტი ამაზონის ტროპიკული ტყეების გაჩეხვას შეაჩერებდა, თუმცა მათი ვარაუდი არ გამართლდა. ბრაზილიის კოსმოსური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისში გასულ წელთან შედარებით ტყეების გაჩეხვა 278%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც 1 400 კვადრატული კილომეტრი ტყის ფართობი განაგურდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში საერთო ჯამში ნორვეგიამ ამაზონის ჯუნგლებში ტროპიკული ტყეების გადასარჩენას 1.2 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო. თუმცა, ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ აცხადებს, რომ ქვეყანას ხე-ტყის უზარმაზარი რესურსი აქვს, რაც ბრაზილიის განვითარებას უნდა მოხმარდეს. გათავისუფლებული ტერიტორიები კი სოფლის მეურნეობისთვის უნდა გამოყენონ.