ბრაზილიის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, გარდაცვლილთა რიცხვმა 44-ს მიაღწია, 19 დაკარგულად ითვლება, დაშავებულთა რიცხვი კი 12-ია. სტიქიის ზონიდან დამატებით 2600 ადამიანის ევაკუირება გახდა აუცილებელი. განსაკუთრებით დაზარალდა მინას-ჟერაისის შტატში. აქ ძლიერმა წვიმებმა მეწყერი გამოიწვია, რასაც 14 ადამიანი ემსხვერპლა. საგანგებო მდგომარეობა 47 ქალაქში გამოცხადდა. ბრაზილიაში ძლიერი წვიმა რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.