ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთით ქალაქ ბარაოსთან ახლოს მდებარე კაშხალი შესაძლოა გადმოინგრეს. ამის შესახებ ინფორმაციას მადნის მომპოვებელი კომპანია „ვალე ბრაზილი“ ავრცელებს. ისინი აცხადებენ, რომ კაშხლის მახლობლად მადნების მოპოვებითი სამუშაოებისა და მოძველებული ინფორასტრუქტურის გამო კაშხლის გადმონგრევის საფრთხე საკმაოდ დიდია. მათ ხელისუფლებას აცნობეს, რომ კაშხალი შესაძლოა ნებისმიერ დროს გადმოინგრეს, რის შედეგადაც ხელისუფლებამ რეგიონიდან 400-ზე მეტი ადამიანი გაიყვანა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში ბრაზილიის სამხრეთ ნაწილში მდებარე კაშხალი ბუმადინო გადმოინგრა, რის შედეგადაც 237 ადამიანი დაიღუპა.