ბრაზილიაში დასაქმებულმა მოსახლეობამ და პროფკავშირებმა, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამართეს. დემონსტრანტებმა ბრაზილიის პრეზიდენტის, მაიკლ ტემერის საპენსიო რეფორმის გეგმა გააპროტესტეს. ტემერის ინიციატივით, ქვეყანაში საპენსიო ასაკი უნდა გაიზარდოს, პენსია კი შემცირდეს. ბრაზილიის მთავრობის ვარაუდით, ეს რეფორმა ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედებს. აქციას ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი, ლუის ინაციო ლულაც შეუერთდა. მისი თქმით ეს რეფორმა მოსახლეობის წინააღმდეგაა მიმართული. მმართველი პარტიის წევრების თქმით, ბრაზილიაში ეკონომიკური დეფიციტის აღმოფხვრისთვის ბევრი საშუალება არ არსებობს, შესაბამისად პენსიების შემცირება ერთ-ერთია იმ ცოტა რეფორმებიდან რისი გატარებაც შეიძლება.