ბრაზილიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 31 553 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 5 000 694-ს მიაღწია, - ამ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 734 ადამიანი დაიღუპა და ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობამ 148 304 შეადგინა.
კოვიდინფიცირებულების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მესამე და ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა.