ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 16 409 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 514 900-ს მიაღწია. ქვეყანაში ვირუსით კიდევ 480 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი 29 314-მდე გაიზარდა.
ცნობისათვის, კორონავირუსისგან გამოწვეული ფატალური შემთხვევების რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მეოთხე ადგილზე დგას აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის შემდეგ, დადასტურებული შემთხვევებით კი მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება.