ბრაზილიაში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 20 257 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 118 646-მდე გაიზარდა,- შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 632 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 80 120-ს მიაღწია.
ამასთან, გუშინ ბრაზილიის განათლების მინისტრმა მილტონ რიბეირომ და მინისტრმა მოქალაქეობის საკითხებში ონიქს ლორენზონიმ განაცხადეს რომ კორონავირუსი დაუდასტურდათ. რამდენიმე დღის წინ კოვიდ 19-ი გამოუვლინდა ქვეყნის პრეზიდენტს, ჟაირ ბოსლონარუსაც.