ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 1 038 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 60 632-ს მიაღწია, - შესაბამის მონაცემებს ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით CNN-ი ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 46 712 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რიცხვმა 1 448 753-ს მიაღწია.
ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით ბრაზილია მეორე ადგილზე დგას მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ. ამასთან, ბოლო კვირების განმავლობაში ბრაზილიის გარდა კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა ლათინური ამერიკის ქვეყნებში- მექსიკაში, ჩილესა და პერუშიც.