ბრაზილიაში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო.
BBC-ის ინფორმაციით, პირველი აცრა სან-პაულოში 54 წლის მედდას, მონიკა კალაზანსის, ჩინური ვაქცინა CoronaVac-ით გაუკეთეს. ბრაზილიის ჯანდაცვის სფეროს მარეგულირებელმა ორგანომ, დღემდე ქვეყანაში ორი ვაქცინის - ჩინური კომპანია Sinovac-სა და Oxford-AstraZene-ს მიერ შექმნილი ვაქცინების - გამოყენების ნებართვა გასცა.
ბრაზილიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსს კიდევ 551 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რაოდენობამ, საერთო ჯამში, 209 000-ს გადააჭარბა.
ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დროიდან ინფიცირების 8.4 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.