ბრაზილიაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 41 857 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 926 824-ს მიაღწია,- შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ბრაზილიაში კოვიდ-19-ს კიდევ 1 300 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვი 74 133-მდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, კორონავირუსით დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობით ბრაზილია მე-2 ადგილზეა მსოფლიოში. რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუსაც, დაუდგინდა.