ბრაზილიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირების მონაწილე გარდაიცვალა.
The Guardians-ის ინფორმაციით, მკურნალობისას პაციენტს შვედურ-ბრიტანული კომპანიის, AstraZeneca-ს პრეპარატს აძლევდნენ. მათი თქმით, პაციენტი 28 წლის მოხალისე ექიმი იყო, რომელმაც ვაქცინის ტესტირებაში მონაწილეობა ივლისში მიიღო.
კომპანიის განცხადებით, ფატალური შემთხვევის მიუხედავად, ცდები გაგრძელდება. საერთო ჯამში, ბრაზილიაში პრეპარატ AstraZeneca-ს ვაქცინის ტესტირებაში 8 000-მდე ადამიანი მონაწილეობს.