ბრაზილიაში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 100 158 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამასთან, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 2 777 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მედიის ინფორმაციით, შექმნილი სიტუაციის გამო ბრაზილიის პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონარუს ადანაშაულებენ. მას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ეწინააღმდეგება „ლოქდაუნს, უგულვებელყოფს პირბადის გამოყენების წესს და სკეპტიკურად უყურებს ვაქცინებს“.