ბრაზილიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 59 961 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 287 475-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ს კიდევ 1 311 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 84 082-ს მიაღწია.
ცნობისათვის, კოვიდინფიცირებულების, ისევე როგორც ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით, ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა მსოფლიოში.