ბრაზილიაში გასული დღის განმავლობაში კორონავირუსის 45 305 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 668 589-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ბრაზილიაში კოვიდ 19-ს კიდევ 1 254 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 66 741-ს მიაღწია. შეგახსენებთ, გუშინ ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს, კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით ბრაზილია მსოლიოში აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა.