ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 40 816 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 483 191-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, ვირუსს კიდევ 921 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 88 539-ს მიაღწია.
კოვიდინფიცირერულების, ისევე როგორც კოვიდ 19-ით დაღუპულთა რაოდენობით, ბრაზილია პირველ ადგილზე დგას ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის, მსოფლიოს მასშტაბით კი ის მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება.