ბრაზილიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 39 436 შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 145 906-მდე გაიზარდა,- შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ბრაზილიაში კოვიდ-19-ს კიდევ 1 374 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და დაღუპულთა რიცხვმა 52 645-ს მიაღწია.
ცნობისათვის, კოვიდინფიცირებულებისა და დაღუპულების რაოდენობის მიხედვით ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზე დგას მსოფლიოში.