ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 32 091 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 739 503-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით კიდევ 1 272 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა ამ დროისთვის 38 406-ს შეადგენს.
ცნობისათვის, აშშ-ის შემდეგ კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ბრაზილიაში ფიქსირდება.