ბრაზილიაში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 24 831 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 864 681-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, ვირუსს კიდევ 631 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 72 100-ს მიაღწია.
ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზე დგას.