ბრაზილიაში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 23 284 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 442 375-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 614 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 87 618-ს მიაღწია. ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, გუშინ სამუშაოს ოფიციალურად დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც ვირუსზე ჩატარებულმა ტესტმა ნეგატიური პასუხი აჩვენა.