ბრაზილიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 16 641 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 750 318-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, ბრაზილიაში კოვიდ 19-ს კიდევ 561 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 94 665-ს მიაღწია.
ცნობისთვის, ივლისის დასაწყისში კორონავირუსი ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუსაც დაუდასტურდა, რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ კი განმეორებითმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. პანდემიის დაწყების პერიოდიდან კორონავირუსი ბრაზილიის 7 მინისტრს გამოუვლინდა.