ბრაზილიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსს კიდევ 1 972 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - შესაბამის ინფორმაციას ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, პანდემიის დაწყების დროიდან ქვეყანაში კოვოდ 19-ით 168 370 პაციენტი დაიღუპა. ამასთან, ბრაზილიაში კორონავირუსის 70 764 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 11.12 მილიონამდე გაიზარდა.
რიო-დე-ჟანეიროში დაფუძნებულმა კვლევითმა ინსტიტუტმა Fiocruz-მა გუშინ მოხსენება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია რომ ბრაზილიის 27 შტატიდან 25-ში რეანიმაციულ განყოფილებებში საწოლების 80%-ზე მეტი დაკავებულია, ბრაზილიის 15 უდიდეს ქალაქში კი საწოლების 90%-ია დაკავებული.