ბრაზილიაში ქიმიური ნივთიერებით დაბინძურებული ლუდით სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ როიტერსი იტყობინება. გავრცელებული ცნობით, ჩამოსასხმელ ლუდში შერეული იყო ნივთიერება, რომელიც ანტიფრიზსსა და სხვა მსგავსი სახის პროდუქტებში გამოიყენება, საუბარია დიეტილენგლიკოლზე.
როგორც პოლიცია აცხადებს, ნივთიერება წყლის ავზში ამოჩნდა, რომელსაც Backer-ის ლუდსახარშში იყენებდნენ.
მოგვიანებით ბრაზილიის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა, რომ მომწამვლელი ნივთიერება აღნიშნული ლუდის მწარმოებელი კომპანიის მიერ ჩამოსხმულ რვა სახის ლუდში აღმოაჩნეს.
მომხდარის გამო ლუდსახარში დაიხურა.