ბრაზილიაში ინდიელმა ქალებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი აცხადებენ, რომ ქვეყანაში მათი უფლებები ირღვევა და არ აქვთ წვდომა განათლებასა და ჯანდაცვაზე. ამასთანავე მათი გაღიზიანება გამოიწვია ქვეყნის მემარჯვენე პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს გასულ კვირას გაკეთებულმა განცხადებამ.
ბოლსონარუმ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ბრაზილიელი ინდიელები საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე ცხოვრობენ რეზერვაციებში, რისი აუცილებლობაც არაა. ამიტომ, მისი აზრით შესაძლებელია ამაზონის ჯუნგლებში ტყეების გაჩეხვა და ამ ტერიტორიების სოფლის მეურნეობისთვის გამოყენება.
საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა მათი მოთხვნები უნდა გაითვალისწინოს და არ დაუშვას ამაზონის ტროპიკული ტყეების გაჩეხვა.
შეგახსენებთ, რომ დღესდრეობით ბრაზილიაში 850 000-მდე ადგილობრივი ინდიელი ცხოვორბს, რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებია. ისინი ამაზონის ჯუნგლებში რეზერვაციებში ცხოვრობენ.