ბრაზილიაში ძიუდოს ერთ-ერთი პრესტიჟული გრანდ სლემი დაიწყო, სადაც სამმა ქართველმა სპორტსმენმა მედლების მოპოვება შეძლეს. სამწუხაროდ, არცერთი მათგანი საქართველოს სახელით არ ასპარეზობს. გამორჩეული ნიკოლოზ შერაზადიშვილი გახლდათ, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა, მან ფინალში კუბელი სილვა მორალესი დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. ქართველმა მოწინააღმდეგე ვაზარით დაამარცხა და თავისი წონის რეიტინგში ლიდერობა გაიმყარა.
ძიუდოს აწ უკვე ლეგენდამ, ტედი რინერმა ბრაზილიის დიდი სლემი ჩემპიონობით დაასრულა. ფრანგ ძიუდოისტს 4 ბრძოლის მოგება დასჭირდა, რათა ბრაზილიაში ჩემპიონობა ეზეიმა. რინერს ყველაზე მეტად პირველ ბრძოლაში გაუჭირდა, სადაც მისი მეტოქე იაპონელი კოკორო კაგეურა იყო - ტედიმ მის წინააღმდეგ 9 წუთსა და 54 წამს იჭიდავა და მეტოქეს ვაზარით აჯობა. ფრანგი ძიუდოისტი ფინალში ბრაზილიელ დავიდ მოურას შეხვდა და მასპინძელი ქვეყნის ძიუდოისტი იპონით 20 წამში დაამარცხა, რითიც კარიერაში, ყველა ტურნირზე, 48-ე ოქროს მედალი მოიპოვა.