ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 23 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 661 პაციენტი კი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის 5 227 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 154 837 პაციენტი გარდაიცვალა.
ვირუსის შედეგად გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობის მიხედვით, ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით კი აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ მესამე ადგილზე იმყოფება.