ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის კიდევ 24 052 შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1 370 000-ს გადააჭარბა. ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსს კიდევ 692 ადამიანი ემსხვერპლა და ჯამში გარდაცვლილთა რიცხვი 58 385-მდე გაიზარდა.
შშ-ის შემდეგ მსოფლიოში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ბრაზილიაში ფიქსირდება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ბრაზილიის გარდა, კორონავირუსის შემთხვევები ლათინური ამერიკის ქვეყნებში - ჩილეში, პერუსა და მექსიკაშიც მნიშვნელოვნად გაიზარდა.