ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 262 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 31 199-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის 28 936 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულების საერთო რიცხვი 555 383-მდე გაიზარდა.
შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა სამხრეთ ამერიკის კიდევ ერთ ქვეყანაში - პერუში.
მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 4 845 ადამიანი დიანფიცირდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 174 884-მდე გაიზარდა. ფატალურმა შემთხვევებმა კი 133-ით მოიმატა და 4 767-ს მიაღწია.