ბრაზილიაში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 41 008 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 159 654-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, ვირუსს კიდევ 1 367 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 81 487-ს მიაღწია. ცნობისათვის, კოვიდინფიცირებულთა და ფატალური შემთხვევების რაოდენობით ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა მსოფლიოში.