ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს 965 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 22 013-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 16 508 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 347 398-მდე გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ სამხრეთ ამერიკა კორონავირუსის ახალ ეპიცენტრად იქცა და სიტუაცია განსაკუთრებით შემაშფოთებელი ბრაზილიაშია.