ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 807 ადამიანი გარდაიცვალა, რაც აშშ-ის მაჩვენებელზე მაღალია, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 620 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ტელეკომპანია "სიენენის" ინფორმაციით, ბრაზილიაში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობა 23 473-მდე გაიზარდა. რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევებს, ქვეყანაში ბოლო ერთი დღის მანძილზე 11 687 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დაინფიცირებულთა რაოდენობამ 374 898-ს მიაღწია.
ცნობსათვის, აშშ-მ ბრაზილიიდან უცხო ქვეყნების მოქალაქეების შესვლაზე აკრძალვის დაწესება 2 დღით დააჩქარა და შესაბამისად, შეზღუდვა ძალაში 28 მაისის ნაცვლად 26 მაისიდან შედის.