ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 909 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 41,828-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლით ბრაზილიამ დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა მსოფლიოში. გარდა ამისა, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 25 982 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რიცხვმა 828 810-ს მიაღწია. ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ-19-სგან უკვე 365 063 ადამიანი განიკურნა.