ბრაზილია ამაზონის ხანძართან გასამკლავებლად უცხოეთის მიერ შემოთავაზებულ დახმარებას მიიღებს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანხებს თავად განკარგავს, - ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა.
რეგო ბაროსმა აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ბრაზილიის შტატების გუბერნატორებმა პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროს განუცხადეს, რომ მათ ეს თანხა რეკორდული რაოდენობის ხანძრებთან საბრძოლველად სჭირდებათ.
ამაზონის ტყის ხანძარი საფრანგეთში გამართული "დიდი შვიდიანის" სამიტის ერთ-ერთი ძირითადი განსახილველი თემა იყო. "დიდი შვიდიანის" ლიდერები ამაზონის ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად 22 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ, რის მიღებაზეც ბრაზილიამ თავდაპირველად კატეგორიული უარი განაცხადა. ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ მოგვიანებით განაცხადა, რომ ამაზონის ხანძრების ჩასაქრობად საერთაშორისო დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ საფრანგეთის ლიდერი ემანუელ მაკრონი მის მიმართ გამოთქმულ "შეუარცხმყოფელ სიტყვებს უკან წაიღებს".