„ქუჩის ბიჭების“ სოლისტის, ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, თამთა ჯანჯღავა დანაშაულს არ აღიარებს. „ბრალს არ ვეთანხმები, ვინაიდან „პიკასოს“ მოკვლა ნამდვილად არ მინდოდა“ - ამის შესახებ მან სასამართლო პროცესზე განაცხადა. სასამართლო თამთა ჯანჯღავასა და საქმეზე დაკავებული მისი მეგობრის, ნათია თოფურიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ სოლისტი, ირაკლი ნოზაძე რამდენიმე დღის წინ დაჭრეს. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი გოგო დააკავა, რომელთაგან ერთ-ერთს, თამთა ჯანჯღავას განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, მის მეგობარ ნათია თოფურიას კი დანაშაულის შეუტყობინებლობა.
იხილეთ ვიდეო:
სოციალურ ქსელში "ქუჩის ბიჭების" წევრის ირაკლი ნოზაძის დაჭრის კადრები ვრცელდება