ბრალდებულის ცოლი სამ ვიდეოს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რა უძღოდა წინ გუდაურში 28 წლის ბარმენის მკვლელობას - "ჯერ ფეხებში ესროლა, რომ წააქციეს მოხდა მუცელში სროლა..." - Palitra News

ბრალდებულის ცოლი სამ ვიდეოს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რა უძღოდა წინ გუდაურში 28 წლის ბარმენის მკვლელობას - "ჯერ ფეხებში ესროლა, რომ წააქციეს მოხდა მუცელში სროლა..."

2020-02-18 15:21:29+04:00

გუდაურში, 28 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის მეუღლე ნატა ქიტესაშვილის ფეისბუქზე სამ ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს.

"3-ჯერ თავდასხმის კადრებია ეს, მეოთხედ თავდასხმის კადრებს არ მაძლევენ ჯერ... გამზრახ მკვლელობა რომ იყოს პირველივე ცდაზე არ გაუჭირდებოდა მიზანში სროლა, იარაღი შენახვა-ტარების უფლებით ქონდა და როგორ ფიქრობთ რომელი უწყება მისცემდა იარაღის ტარების უფლებას, ასე მარტივად რომ შეძლებოდა ადამიანების დახოცვა...კლავდნენ და თავი დაიცვა...ჯერ ფეხებში ესროლა და რომ წააქციეს მერე მოხდა მუცელში სროლა...", - წერია ნატა ქიტესაშვილის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსში.