გუდაურში, 28 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის მეუღლე ნატა ქიტესაშვილის ფეისბუქზე სამ ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს.
"3-ჯერ თავდასხმის კადრებია ეს, მეოთხედ თავდასხმის კადრებს არ მაძლევენ ჯერ... გამზრახ მკვლელობა რომ იყოს პირველივე ცდაზე არ გაუჭირდებოდა მიზანში სროლა, იარაღი შენახვა-ტარების უფლებით ქონდა და როგორ ფიქრობთ რომელი უწყება მისცემდა იარაღის ტარების უფლებას, ასე მარტივად რომ შეძლებოდა ადამიანების დახოცვა...კლავდნენ და თავი დაიცვა...ჯერ ფეხებში ესროლა და რომ წააქციეს მერე მოხდა მუცელში სროლა...", - წერია ნატა ქიტესაშვილის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსში.